„ჩვენს ინტერესშია, დაადასტუროს ჰააგის სასამართლომ, რომ ეთნიკურად ქართველების მიმართ წმენდა მოხდა“
ჩვენი მხარის ინტერესებშია, დაადასტუროს ჰააგის სასამართლომ, რომ მოხდა ეთნიკურად ქართველების მიმართ წმენდა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ჩვენი მხარის ინტერესშია, დაადასტუროს ჰააგის სასამართლომ, რომ მოხდა ეთნიკურად ქართველების მიმართ წმენდა და კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულები, მათ შორის წამების ფაქტები. ბევრი ფაქტია გამოვლენილი, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი გადაეცა ჰააგის სასამართლოს პროცედურებს. თუ დაიწყება გამოძიება, რასაც ითხოვს პროკურორი, ასეთ შემთხვევაში, ყველა პროცედურა სტატუტის წესდებას უნდა დაემორჩილოს და ჰააგის სასამართლოს მოთხოვნებს დაექვემდებაროს“,- განაცხადა ბესელიამ.