„თბილისის შემოვლითი რკინიზგის პროექტი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში განახლდება“
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში განახლდება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის შემოვლითი რკინიგზა ევრობონდებისგან მოზიდული რესურსით ფინანსდებოდა და, სავარაუდოდ, პროექტის დაფინანსება ამავე რესურსით გაგრძელდება.
„პროექტში გარკვეული კორექტირებები მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე განახლდება. უკვე შემდგომში, მომდევნო ეტაპზე არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის პროექტებზე კერძო სექტორებთან ერთად, კონცესიური მოდელები იქნას განხილული. ახლა სწორედ ამ პროცესში ვართ, რომ საქართველოს შესახებ ინტერესი გავზარდოთ და ინვესტორებს იმ მზაობის შესახებ ვაუწყოთ, რომელიც საქართველოში არსებობს “, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.