გიორგი კვირიკაშვილი: აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში მაქსიმალურად გამჭვირვალე ვიქნებით

ჰააგის პროცესის განახლება არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველომ წარადგინოს იმ, მართლაც, უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოძიების შედეგები, რომელიც ჩვენ უკვე ჩავატარეთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჰააგის პროცესის განახლება კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ საქართველომ წარადგინოს იმ, მართლაც, უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოძიების შედეგები, რომელიც ჩვენ უკვე ჩავატარეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებში ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება “, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ჰააგის სასამართლო ალბათ კიდევ უფრო გაამყარებს იმას, რომ საქართველო ოკუპირებულია, მოხდა ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც 400 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირია დღეს საქართველოში. კვირიკაშვილის განცხადებით, ქართული მხარე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის მოვლენების გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს.
“2008 წლის შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობა დაემატა ამ სამწუხარო რიცხვს, რეალურობა ამ სიტუაციაში არის ერთმნიშვნელოვანი და ეს არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსირება მოხდა, რუსეთმა ამ შედეგით ისარგებლა და გაზარდა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და ვითანამშრომლებთ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები