ჰერნანდო დე სოტო: საქართველოს გეგმები არის ნამდვილად ღირსშესანიშნავი და ამბიციური
თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტმა ჰერნანდო დე სოტომ “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” შეხვედრის პირველი ნაწილი და საქართველოს გეგმები შეაფასა. “ჩვენ დავასრულეთ პრაქტიკულად ჩვენი პირველი შესავალი, მისალმებების ნაწილი და ჩვენ ვხედავთ, რომ არაჩვეულებრივი გამოსვლები მოვისმინეთ. ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდა ეს ყველაფერი. ვიცი, რომ ძალიან კარგი ამბიცია გაქვთ და მე მინდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახლა ტაში დავუკრათ, იმიტომ რომ საქართველოს გეგმები არის ნამდვილად ღირსშესანიშნავი და ამბიციური”,- აღნიშნა ჰერნანდო დე სოტომ.
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.