გიორგი ალიბეგაშვილი „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე რუსთაველის თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
გიორგი ალიბეგაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმის” უპრეცენდენტობას ხაზი გაუსვა და ამასთან, დედაქალაქისთვის ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით ფორუმის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა.
მთავრობის წარმომადგენლების ვარაუდით, ფორუმი საქართველოში ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმის დაარსების ინიციატივა გასულ წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.
„აბრეშუმის გზის“ აღდგენა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელსაც საქართველო გამოეხმაურა.
ფორუმს 31-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელი პირები და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები