დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით

ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ინვესტიციებს ელოდებიან ყველა მიმართულებით, პირველ რიგში კი, ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
“თქვენ იცით, რომ ვართ საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამარჯვებულის გამოვლინების და, შესაბამისად, ეს არის ზუსტად ის შემადგენელი ნაწილი „აბრეშუმის გზისა“, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დამატებითი და მნიშვნელოვანი როლი უნდა შესძინოს „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ინვესტიციების განხორციელება „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში ყოველდღიურად ხდება.
“ჩინეთის მხარეს აქვს შექმნილი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსირებისთვის. მათ შორის ეს არის „აბრეშუმის გზის“ ფონდი, ეს არის აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი და სხვა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სრულიად არიან მიმართულები იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდეს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის“ პირველ ფორუმს 32 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები