მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი აღარ გაიყრებიან
პოპულარულმა ჰოლივუდურმა წყვილმა – კეტრინ ზეტა-ჯონსმა და მაიკლ დუგლასმა გაყრა გადაიფიქრეს, თუმცა მთელი წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რომ წყვილს ბევრი პრობლემა ჰქონდა ურთიერთობაში. პრობლემების მიუხედავად, წყვილმა გაყრა გადაიფიქრა და რამდენიმე ხნით ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა. ფსიქოლოგთან ვიზიტის შემდეგ ისინი ოჯახს აღარ დაანგრევენ. პირველად ერთად ისინი ფილმ “უკანასკნელი ბიჭი ვეგასში” პრემიერაზე დაინახეს, შემდეგ კი მაღაზიაში სეირნობის დროს შენიშნეს. მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ბედნიერები არიან. მათ თავიდან გაიკეთეს საქორწინო ბეჭდები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა.