ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთისა და აშშ-ის მთავრობებს მადლობა გადაუხადა

დღევანდელი ღონისძიება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთის მთავრობა არის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გამართული საერთაშორისო ღონისძიების თანაორგანიზატორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ფორუმისთვის დახმარების გაწევა, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინის ხელმძღვანელობით ხორციელდება, ცხადყოფს პირადად მისი და, ზოგადად, ჩინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და ლიდერის როლის აღიარებას „აბრეშუმის გზის“ აღდგენის ხელშეწყობას“,-აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელმძღვანელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
“ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ სფეროებს, რომლებიც გვეხმარება საქართველოს ადამიანური კაპიტალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდაში. ასევე, მადლობას მოვახსენებ ჩვენს მოწვეულ მომხსენებლებს”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები