ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი: „აბრეშუმის გზის“ გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია

„აბრეშუმის გზის“ გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორმა, ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, შოქრატ ზაკირიმ “აბრეშუმის გზის” ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთი მზადაა აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას რესურსების გაზიარების და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.
“აბრეშუმის გზის“ გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ინიციატივა, რომელიც ამ გზის გასწვრივ მდებარე სახელმწიფოებს ეხმარება. ჩვენი პროვინცია ტერიოტორიით ყველაზე დიდია ჩინეთში და რამდენიმე სახელმწიფოს ესაზღვრება, გეოგრაფიულად ის საქართველოსთან ყველაზე ახლოსაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა გააქტიურდა, რამდენიმე წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. თბილისის ფორუმი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებისთვის, ჩინეთი მზადაა ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, რესურსების გაზიარების და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით ამ ფორუმს და საქართველოს წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა შოქრატ ზაკირიმ.
თბილისში დღეს „აბრეშუმის გზის“ პირველი ფორუმი გაიხსნა. ფორუმს 32 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები