“აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობაზე მინისტრები საუბრობენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, „აბრეშუმის გზის“ ინიციატივა, რეალობად იქცევა და საქართველო ხდება საკვანძო წერტილი.
მისივე თქმით, ეს აჩენს ძალიან დიდ შესაძლებობებს ვაჭრობის კუთხით და ეკონომიკის განვითარებისთვის.
“ეს აჩენს ძალიან დიდ შესაძლებობებს ვაჭრობის, ეკონომიკის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
აღნიშნულ ფორუმს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოც გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფორუმზე წარმოდგენილია მრავალი ქვეყნის მნიშვნელოვანი დელეგაცია. მისივე თქმით, სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკაში ახალი პროექტები დაიწყება. “მე ვფიქრობ, რომ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკაში, ისევე როგორც შრომის მიმართულებით, ჩვენ გვექნება საშუალება, ახალი პროექტები დავიწყოთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. რუსთაველის თეატრში ფოურმი უკვე დაიწყო. ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები