ზურაბ აბაშიძე: ჩვენი ერთობა ვერ აიტანეს და ამ მიმართულებით ბინძური კამპანია მიმდინარეობს

„თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პარტია არ დაუტოვებია.
“ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ პარტიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი ვარ. ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნას ვაპირებ, იმიტომ რომ ჩვენ მარტო მეგობრობა არ გვაკავშირებს. არც ვიქტორ დოლიძე არ მიდის. ჩვენი ცხოვრება მეგობრობის ბევრ წელს ითვლის. სწორედ ეს არის, რომ ვერ აიტანეს ჩვენი მეგობრობა, ურთიერთობა და ერთობა და ამ მიმართულებით მიმდინარეობს “ბინძური” კამპანია”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანის მსგავსად, “თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებას პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი, მათ შორის ზურაბ აბაშიძეც აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები