გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ბეტინა კადენბახი მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გერმანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას, საქართველოში მეტი გერმანული ინვესტიციის მოზიდვის აქტუალობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ასევე ისაუბრეს თვის ბოლოს გიორგი კვირიკაშვილის ბერლინში დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები