ირაკლი ალასანია: ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს და გამოძიებას დაეხმარება
ჩვენს ეროვნულ ინტერესში შედის გამოძების ობიექტურად წარმართვა და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ გამოძიებას. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს და გამოძიებას დაეხმარება, – ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანია ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას.
ალასანიას განცხადებით, ფაქტი ისაა, რომ ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა.
„ჩვენს ინტერესში შედის, რომ ეს გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. იმიტომ, რომ ფაქტი სახეზეა, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ფაქტია, რომ აგრესია ინიცირებული იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამიტომ, ჩვენს ეროვნულ ინტერესში შედის გამოძების ობიექტურად წარმართვა და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ გამოძიებას. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს და გამოძიებას დაეხმარება, მაგრამ ეს პროცესი უნდა წარიმართოს და ჩვენ ინტერესით უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგით დასრულდება“, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა მოსამართლეებისგან 2008 წლის აგვისტოს ომში შესაძლო სამხედრო დანაშაულის გამოძიების უფლებას ითხოვს.