თამარ სანიკიძე: ჰააგის სასამართლოზე ვსაუბრობთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავრჩეთ ნეიტრალურები
ძალიან მაღალ ინსტანციაზე, ჰააგის სასამართლოზე ვსაუბრობთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავრჩეთ ნეიტრალურები – ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ სანიკიძემ თემის კომენტირებისას განუცხადა.
“ძალიან მაღალ ინსტანციაზე, სასამართლოზე ვსაუბრობთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დავრჩეთ ნეიტრალურები, ჩვენი თანამონაწილეობა იყოს ლოგიკურად ხელშეწყობა ყველა იმ ინფორმაციის მიწოდებით, რაც საჭიროა იმისთვის, რომ შესაბამისი განაჩენი იქნას გამოტანილი”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს. პროკურორმა მოსამართლეებს მიმართა და 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდის გამოძიება მოსთხოვა.