ყირიმში ოფიციალურ ვალუტად რუსული რუბლი გამოცხადდა
ყირიმის უმაღლესმა რადამ ოფიციალურ ვალუტად რუსული რუბლი გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ყირიმის რადას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, რუბლთან ერთად, 2015 წლის პირველ იანვრამდე ყირიმში მიმოქცევაში იქნება უკრაინული გრივნაც. შეგახსენებთ, რომ ყირიმში კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე რუსეთთან მიერთებას მხარი 97%-მა დაუჭირა. ოფიციალური კიევი მკაცრი ზომებისთვის ემზადება. რუსეთის უმაღლესი სათათბიროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ყირიმის მისაერთებლად აუცილებელ იურიდიულ ნორმებს 2 კვირაში მოაგვარებენ.