ქართველ დეპუტატს მამაკაცი ხელში ჩააკვდა

დილით, ქუჩაში ახალგაზრდა კაცი, პრაქტიკულად ხელში ჩამაკვდა -ამის შესახებ დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, უბედური შემთხვევა, სამტრედიაში დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 55 წლის ასაკის მამაკაცი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
“დილით, ქუჩაში ახალგაზრდა კაცი, პრაქტიკულად ხელში ჩამაკვდა… ხალხსაც ვუხმე, სასწრაფოც გამოვიძახეთ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო… თავსხმა წვიმაში, ძირს დავარდნილს, ვერაფერი ვუშველე… ძალიან განვიცადე, უმძიმესი სტრესია… ღმერთო, აცხონე და სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდრე“, – წერს ოთარ ჩრდილელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები