რატომ დატოვა “თავისუფალი დემოკრატები“ დავით ზალკალიანმა
რატომ დატოვა დავით ზალკალიანმა ალასანიას პარტია – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
“ალიას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ზალკალიანმა “თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა. ფაქტს გამოცემასთან თავად ზალკალიანიც ადასტურებს. კულუარული ინფორმაციით, ზალკალიანის პარტიიდან წასვლის მიზეზი ირაკლი ალასანიას “ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაა.
როგორც „ალია“ წერს, პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებით დავით ზალკალიანმა ალასანიას ოფისს უკვე მიმართა. ზალკალიანს “თავისუფალი დემოკრატების“ საერთაშორისო მდივნის პოზიცია ეკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ის პარტიის გამგეობის წევრი იყო.