პაატა ზაქარეიშვილი: ზარდიაანთკარში შესაძლო გამშვები პუნქტის გახსნა, არანაირი საფრთხის შემცველი არ არის

სოფელ ზარდიაანთკარში შესაძლო გამშვები პუნქტის გახსნა, არანაირი საფრთხის შემცველი არ არის – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გამშვები პუნქტი, მით უფრო კარგი იქნება.
„როცა იკეტება გზები, აღშფოთებულია მედია და საზოგადოება – რატომ იკეტებაო. თუ იხსნება, რატომ იხსნებაო, ანუ ყველაფერის ნუ გვეშინია. ეს ყველაფერი არის ჩვენი ტერიტორია… შიში, რომ რაღაც საფრთხე კიდევ არ არსებობს,  პირიქით, თავისუფლად გადაადგილებაზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გამშვები პუნქტი, მით უფრო კარგია. იქ საქართველოს მოსახლეობა – ეთნიკური ოსები, ეთნიკური ქართველები გადაადგილდებიან. რუსი იქნება თუ ოსი, ხელი არ უნდა შეუშალონ მოსახლეობას გადაადგილებაში. ამ ტიპის საგუშაგოების გახსნით, შედარებით უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია.  რაც მეტი ადამიანი ივლის ასეთი გამშვები პუნქტით, მით უფრო კარგია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები