ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ქვეყანა მხოლოდ ჩვენს მთავრობას არ ეკუთვნის

მნიშვნელოვანი საქმეები კეთდება და მთავარი აქცენტები სწორედ ამ პროგრესზე უნდა გადავიტანოთ, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო და ოპონენტებო, – ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მხოლოდ ხელისუფლების არაა და ყოველი ხმაური ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და მთავარი აქცენტები სწორედ ამ პროგრესზე უნდა გადავიტანოთ, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო და ოპონენტებო, იმიტომ რომ ეს ქვეყანა მხოლოდ ჩვენს მთავრობას არ ეკუთვნის. ის ეკუთვნის ყველას და ყოველგვარი ზედმეტი ხმაური ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ასევე მიაჩნია, რომ უსამართლობაა, ხელისუფლებამ კრიტიკა მოსიმინოს მათგან, ვისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ხელშიც აღმოჩნდა.
„ორმაგად და სამმაგად უსამართლოა, მოისმინო კრიტიკა ისეთი ადამიანებისგან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთელი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ხელშიც აღმოჩნდა. სწორედ, წინა მთავრობა აპირებდა გაზსადენის გაყიდვას. ამ ყველაფრის ფონზე, კახა კალაძის ერთი შეხვედრა „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან საოცარი აჟიოტაჟის საფუძველი გახდა“, – განმარტა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები