შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ლექციები ჩატარდება

  შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტსა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შს სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ სტუდენტებისათვის ლექცია-სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს და მისი მიზანია, კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ერთობლივი პროგრამების, კონფერენციებისა და სემინარების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარებისკენ არის მიმართული. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე შსს-ში სტუდენტების სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების საკითხებიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები