კახა კალაძე: ნოემბრის ბოლოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 60-მდე სოფლის გაზიფიცირება მოხდება

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 60-მდე სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა და ჩვენ ვგეგმავთ, ნოემბრის ბოლოსთვის, ყველა იქ მაცხოვრებელ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ისარგებლოს ბუნებრივი აირით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ თავისი უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგინებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საუბარია, დაახლოებით, 13 000 ოჯახზე, რომლის გაზიფიცირება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
“რაც შეეხება პროექტებს, რომლებიც განხორციელდა ან იგეგმება სამომავლოდ: პირველი ეს არის, მოსახლეობისთვის ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის ამაღლება.
სამი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 115 000-მდე ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა, რადგან ამ მიმართულებით ძალიან დიდია მოთხოვნა რეგიონებში, რაიონებში, ქალაქებში. მოსახლეობა გაზიფიცირებას, ბუნებრივი აირით სარგებლობას, ხელმისაწვდომობას ითხოვს და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2017 წლის ბოლოსთვის საერთოდ დავასრულოთ ამ მიმართულებით მუშაობა.
2014 წლის მარტში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროგრამა დაიწყო. აღნიშნულის შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 60-მდე სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარა და ჩვენ ვგეგმავთ, ნოემბრის ბოლოსთვის, ყველა იქ მაცხოვრებელ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ისარგებლოს ბუნებრივი აირით, დაახლოებით, 13 000 ოჯახია”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა.
მოხსენებას ესწრებოდნენ: პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და სტუდენტები.
მინსიტრმა ენერგეტიკის უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები