თეა წულუკიანი: კარგი იქნება, თუ „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“ -ის საქმის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით მას ინფორმაცია აქვს. მისი განცხადებით, დავა 2014 წლიდან მიმდინარეობს და ვადების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისივე თქმით, ტელეკომპანიის შესახებ კარგი იქნება, თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას.
„კარგი იქნება, თუ სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას მალე დაასრულებს, რომ თქვენ, ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი მეორე სურვილი გამიჩნდა, გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, რომ იქნებ მოსამართლეს მისი ოჯახური საკითხების ასეთი ტიპით, ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცადოთ, მშვიდად მიუდგეს ამ საქმეს. ეს არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს, პირველ რიგში, ამ მოსამართლეს, მივცეთ ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე, მშვიდ გარემოში საქმის განხილვის საშუალება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, თამაზ ურთმელიძის დედას, ბრალს გამომძიებლები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში წაუყენებენ. საუბარია 2014 წლის იანვარში მომხდარ ინციდენტზე. სიძის მტკიცებით, მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები