ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო ჯგუფთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფლიქტურ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არსებულ სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ ანგარიში მოისმინეს.