პუტინი ხვალ, 15:00 საათზე ყირიმის მაცხოვრებლებს მიმართავს

  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვალ, 15:00 საათზე კრემლში სახელმწიფო დუმის დეპუტატებს, ქვეყნის უმაღლესი საბჭოს, რეგიონების ხელმძღვანელ პირებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება. პუტინი ამავე შეხვედრისას ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლის მცხოვრებლებს რუსეთთან შეერთების საკითხებზე მიმართავს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედისაშუალებები პუტინის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე რუსეთთან მიერთებას მხარი 97% დაუჭირა. ოფიციალური კიევი მკაცრი ზომებისთვის ემზადება. რუსეთის უმაღლესი სათათბიროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ყირიმის მისაერთებლად აუცილებელ იურიდიულ ნორმებს 2 კვირაში მოაგვარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები