ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან ერთად ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
მთავრობის მეთაური კახეთში ჩატარებული რთვლის შედეგებით დაინტერესდა და ასევე მოისმინა ინფორმაცია რაჭაში მიმდინარე რთველზე. საუბარი შეეხო რეგიონებში ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესს. გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.