თამაზ მეჭიაური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეჩერდა, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებაში გაურკვევლობას დათესავს.
მეჭიაურის თქმითვე, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საერთო საქმეს არ წაადგება, რადგან ზედამხედველობის სააგენტომ ფაქტობრივად მუშაობის დაწყება ვერ მოახერხა.
“ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არ წაადგება საერთო საქმეს. არ მიმაჩნია, საქმიდან გამომდინარე, სწორ გადაწყვეტილებად, ეს უფრო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ფაქტის შთაბეჭდილებას ტოვებს. სააგენტომ ფაქტობრივად ვერ დაიწყო მუშაობა, მას ამის საშუალება არ მიეცა. ჯერჯერობით მხოლოდ ტექნიკური საკითხებით იყვნენ დაკავებულები. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას დათესავს საზოგადოებაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მთავრობა ამაზე ინფორმირებული არ ვარ”, – განაცხადა მეჭიაურმა.
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის შესახებ შესაბამისი კანონი პარლამენტმა დაამტკიცა, თუმცა, მას პრეზიდენტი არ ეთანხმებოდა და ვეტო დაადო. მას შემდეგ კი, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი ძალაში შევიდა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის შესახებ კანონპროექტის ინიციატორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები