„ნაცმოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის ემზადება, ამ პროცესების მთავარი „რუპორი“ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იქნება“

„გამორიცხული არ არის, გარეშე ძალების ხელშეწყობით, ჩვენში არსებულმა შიდა დესტრუქციულმა ძალებმა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოინდომონ“, – განცხადება ამის შესახებ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ბათიაშვილის განცხადებით, დესტაბილიზაციის გეგმის შესრულებას სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაუდგება, მათი „რუპორის“ ფუნქციას კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ შეასრულებს.
„ჩვენ გარშემო ძალიან გამწვავებული გეოპოლიტიკური ფონია. არ არის გამორიცხული, ასეთ სიტუაციაში ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციაც გამწვავდეს. არ არის გამორიცხული, გარეშე ძალების ხელშეწყობით, ჩვენში არსებულმა შიდა დესტრუქციულმა ძალებმა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოინდომონ. ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით, ისინი, თავის პატარა თუ მსხვილ მოკავშირეებთან ერთად, იქნებიან ლოკომოტივი. მღვრიე წყალში თევზის დაჭერა იოლდება. ამისთვის მზადება მიდის. ჩანს ისიც, რომ ამის მთავარი რუპორი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იქნება, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ საქმეში, რასაც ჰქვია ქვეყანაში დესტაბილიზაციის აგორება, საკმაოდ დახელოვნებულია. ჩვენ  კარგად გვახსოვს, რომ ავად სახსენებელი ვარდების რევოლუციის პერიოდიდან „რუსთავი 2“- მა გადამწყვეტი როლი ითამაშა, მას  ახლაც სურს მასობრივი არეულობის ინსპირირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ამიტომაც სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებას და მის შესაბამის სტრუქტურებს სიფხიზლე და სათანადო მიმართულებით მუშაობის გააქტიურება მართებთ, რომ დესტაბილიზაცია თავიდან ავირიდოთ“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები