გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელორუსიის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ულოცავს. როგორც პრეზიდენტი მილოცვაში აცხადებს, ბელორუსიის მოსახლეობამ ლუკაშენკოს არჩევით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ, რაც ქვეყნის წინსვლასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
“ძვირფასო, ალექსანდრ გრიგორის ძევ, ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მსურს მოგილოცოთ ბელარუსის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
ბელარუსიის მოსახლეობამ გადადგა კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი განვითარებისაკენ, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს თქვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შემდგომი მოღვაწეობა კვლავაც მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის განვითარებას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და გისურვებთ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში”, – აღნიშნულია მილოცვაში.