თეა წულუკიანმა გერმანიის ელჩი მიიღო
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი მიიღო.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საელჩოს სამართლებრივი განყოფილების ხელმძღვანელი იოაკიმ ჰეკერი ესწრებოდნენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი გერმანიის ელჩს ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.
ბეტინა კადენბახი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩად საქართველოში 2015 წელს დაინიშნა.
სხვადასხვა დროს ის გერმანიის ელჩის მოადგილე იყო ირანში, ესტონეთსა და თურქეთში; თბილისში ჩამოსვლამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის თავდაცვისა და ერთობლივი პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.