გამოეყოფა თუ არა ვენეცია იტალიას?
ვენეციაში იტალიისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. სოციალური კვლევების თანახმად, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 65 პროცენტი უჭერს მხარს ამ ინიციატივას. გამოკითხვა გუშინ დაიწყო და 21 მარტამდე გაგრძელდება. ხმის მიცემა არაოფიციალურია, თუმცა იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ეს ინიციატივა მალე ლეგიტიმური გახდება. იტალიისგან გამოყოფის პარალელურად, ადგილობრივებს კიდევ რამდენიმე კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რომელთა შორისაა ევროკავშირისა და ნატოს წევრობიდან გამოსვლაც.