დავით თევზაძის პარტია არჩევნებისთვის ემზადება
საზოგადოებრივი მოძრაობა “ საქართველო მშვიდობისათვის“, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებად გარდაიქმნა არჩევნებისთვის ემზადება. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს. გაერთიანების ხელმძღვანელის დავით თევზაძის თქმით, ახლად დაფუძნებული პარტია 2016 წლის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. “ვაკვირდებოდი 2012 წლის მერე რა მოუტანა იმ არჩევნებმა საზოგადოებას. კი რაღაცეები არის მაგრამ ის, რომ ძირეულად დაეტყოს სახელმწიფოს, ამაში ცაიტნოტში ვართ. არც მე და არც ბევრ მოქალაქეს ეს არ აწყობს”, – განაცხადა დავით თევზაძემ.