ძლიერი მიწისძვრა ჩილეში
ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩილეში 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის გამო წყნარი ოკეანის სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 3 საათის შემდეგ, განგაშის საფრთხე მოხსნა. 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვაში დაფიქსირდა. რის გამოც ქვეყნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია