10 მიზეზი, რის გამოც მამაკაცს პირველმა არ უნდა დაურეკოთ

 ძალიან ხშირად კითხვა: დავურეკოთ თუ არა მამაკაცს პირველმა, ქალს საგონებელში აგდებს. მას ურთიერთობის გაგრძელების სურვილიც აქვს და თან მის წინაშე თავის დამცირებაც არ სურს. ამიტომ აქ რამდენიმე მიზეზია გასათვალისწინებელი, რაც სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულია.
პირველი მიზეზი: თუკი მამაკაცი გარკვეული დრო არ გირეკავს,- მაშინ მას ან სურვილი არ აქვს, ან უბრალოდ არ შეუძლია, რომ დაგირეკოს. შენ მას არ მოეწონე, არ ზიხარ მის გემოვნებაში, დატოვეთ ილუზიები იმის თაობაზე, რომ მისი მობილური უკვე 3 დღეა დასატენია ან თქვენი ნომერი წაეშალა, – ასეთი რამ არ ხდება, მას თუ უნდა,- დაგირეკავთ!
მეორე მიზეზი: შენ მას ძალიან მოეწონე, იმდენად ძალიან, რომ გარკვეული კომპლექსები აწუხებს: არ სურს, რომ ქალის თვალში შეყვარებულ იდიოტად გამოჩნდეს, ან ეშინია, არ ჩათვალო, რომ ქალი არასოდეს უნახავს. ზოგჯერ ქალზე ფიქრში თვე გადის და მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ქალს ის აღარც ახსოვს და ხელსაყრელ შემთხვევას უცდის შესახვედრად. შესაძლოა, მამაკაცმა ჩათვალოს, რომ ქალი, რომელიც ურეკავს, ამოწმებს, თუ რამდენად ახდენს იგი მასზე გავლენას, და ზარს სწორედ ამ მიზეზით არ უპასუხოს.
მესამე მიზეზი: თავს იფასებს! რაც უფრო მეტი მეტოქე ჰყავს ქალს, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ იგი ამ ბრძოლაში ჩაებმება. ის აზრი, რომ ქალი ასეთ კადრს დაკარგავს,- მას მოსვენებას უკარგავს. თუკი თქვენ მას დაურეკავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დაფასების მაქინაცია მის სასარგებლოდ ჩატარდა.
მეოთხე მიზეზი: მამაკაცს უკვე ჰყავს ქალი, თუკი თქვენთან სექსის მერე ქრება,- ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მისთვის უბრალო გატაცება იყავით. ასე რომ, აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში და არ დაურეკოთ!
მეხუთე მიზეზი: მამაკაცს ეშინია, რომ თქვენ ის არ მოგეწონათ. ეს ის შემთხვევაა, როცა მამაკაცმა ვერ იგრძნო ქალის მხრიდან მის მიმართ რაიმე დაინტერესება, ამიტომ მასთან დარეკვა გადაიფიქრა. ის დაუცდის რაიმე დღესასწაულს, ან სხვა მიზეზს მასთან დასარეკად. ამიტომ თუ ქალს უნდა, მთელი ცხოვრება რაღაცაში დაარწმუნოს ხოლმე ასეთი მამაკაცი,- დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოს!
მეექვსე მიზეზი: როცა მამაკაცი ქალთან ურთიერთობის დროს სიმშვიდეს ინარჩუნებს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქალიც ნორმალური ადამიანივით იქცევა, მაგრამ როგორც კი მამაკაცი აშკარად ავლენს მის მიმართ ინტერესს, მაშინვე იწყება კაპრიზები და კონტროლი ქალის მხრიდან, ამიტომ დასაწყისში არ არის საჭირო ასეთი მამაკაცის სატელეფონო ზარებით შეწუხება. მეშვიდე მიზეზი: ტაიმ-აუტია. სისტემატური ურთიერთობების შემდეგ ტაიმ-აუტის დრო დგება, ანუ მამაკაცისთვის საჭიროა პაუზა, რათა საკუთარ გრძნობებში გაერკვიოს.
მერვე მიზეზი: არ არის საჭირო ცვლილებები, როგორც კი მამაკაცი მასთან ურთიერთობის შემდეგ ქალს დიასახლისის მზერას შეატყობს, იმ წუთშივე სურვილი უჩნდება, რომ დაბლოკოს იგი. ასეთ შემთხვევაში ქალისთვის ხელსაყრელი იქნება, თუკი მამაკაცის მიმართ სრულ უინტერესობას გამოიჩენს.
მეცხრე მიზეზი: ფორსმაჟორია: მამაკაცი გეგმავს ქალთან დარეკვას, მაგრამ აქ გაუთვალისწინებელი მიზეზები იჩენს თავს, მაგალითად მეგობრის შემოთავაზება სანადიროდ წასვლის თაობაზე. იქ კი თუმცა იწვის ქალთან დარეკვის სურვილით, მობილური არ იჭერს.
მეათე მიზეზი: მიზეზის უქონლობაა. ქალების კითხვა: რატომ არ რეკავ? მამაკაცებს ძალიან ძაბავს. რამდენჯერ შეიძლება, რომ ეს იკითხო?! განა ქალს მეტი საქმე არა აქვს იმის გარდა, რომ მამაკაცის ზარს ელოდოს? იმ დროს, როცა ქალი მამაკაცის არ დარეკვის სხვადასხვა მიზეზებზე თავს იმტვრევს, ისინი მასთან უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე არ რეკავენ.
ასე რომ, როგორც ხედავთ, ერთი რაიმე გარკვეული ფორმულა არ არსებობს იმის გასარკვევად,- პირველებმა დაურეკოთ უნდა თუ არა მამაკაცს.. კითხვა: დავრეკოთ თუ არ დავრეკოთ პირველებმა, ,,ყოფნა-არყოფნასავით“ საჭირბოროტო და მარადიული საკითხავია… ისე, ჩვენი რჩევაა, რაც უფრო მალე გაარკვევთ მამაკაცის თქვენდამი (თუნდაც უარყოფით) დამოკიდებულებას, მით უკეთესია, რადგან გაურკვევლობაში ყოფნა ხომ დეპრესიაში ჩავარდნის ყველაზე დიდი და რეალური მიზეზია. სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები