ილჰამ ალიევი ახლო მომავალში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი, ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრულ სადილზე უმასპინძლა. გადაწყდა, რომ ილჰამ ალიევი ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები