საკრებულოში სასულიერო აკადემია-სემინარიის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სასულიერო აკადემია-სემინარიის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე 2014-2015 წლებში გამოცემული ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლების წარდგინება მოხდა, რომელსაც გარადა სამეცნიერო ღირებულებისა ასევე სახელმძღვანელოს დანიშნულება აქვს სტუდენტებისთვის.
პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე , საკრებულოს დეპუტატები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასულიერო პირები, ასევე სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები