საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების თხოვნის გათვალისწინებას გეგმავს

ხვალ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს სხდომაზე, ზედამხედველობის სააგენტოსთვის გარდამავალი პერიოდი 4 თვით განსაზღვრის შესახებ იმსჯელებენ.
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით ხვალინდელ სხდომაზე საბჭოს დებულების დამტკიცებაც იგეგმება.
“ხვალ გაიმართება საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილება და დამტკიცდება საბჭოს დებულება. ასევე, ჩვენ ვითვალისწინებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების თხოვნას, რომ გარდამავალი პერიოდი ზედამხედველობის სააგენტოსთვის განისაზღვროს 4 თვით და შესაბამისი თხოვნითაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტს”, – განაცხადა კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები