ილია ელოშვილი: არანაირი გრაფიკები და ტარიფის მოულოდნელი მატების საფრთხე შემდგომი რამდენიმე წლის პერსპექტივაში არ გველოდება

არანაირი გრაფიკები და ტარიფის მოულოდნელი მატების საფრთხე შემდგომი რამდენიმე წლის პერსპექტივაში არ გველოდება, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გააკეთა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ტარიფების ზრდა პირდაპირ ლარის კურსის ზრდით იყო გამოწვეული და ამაში ორი აზრი არ არსებობს
“ტარიფების ზრდა პირდაპირ ლარის კურსის ზრდით იყო გამოწვეული და ამაში ორი აზრი არ არსებობს. გვესმის, რომ ამან ჩვენს მოსახლეობას სოციალურად სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფები ხელოვნურად რომ დაგვეჭირა, ან მთლიანად სუბსიდირების კუთხით წავსულიყავით, ეს სისტემაზე ძალიან უარყოფითად აისახებოდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც დღესდღეობით არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ გვექნება ზუსტად ისეთივე ზამთარი, როგორიც გადავიტანეთ წინა წელს. ყველა სადისტრიბუციო კომპანიის ტარიფები დამტკიცებულია 2015 წლის ჩათვლით. ამიტომ მათი გადახედვა უკვე აღარ მოხდება და ამას ისინიც შეგუებულები არიან. შემდგომში შევხედავთ, რა რეალობა გვექნება უკვე 2015 წლის ბოლოს”, – განაცხადა ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები