"ახალგაზრდული ცენტრის" წევრები თემურ ალასანიას გასამართლებას ითხოვენ
“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან ორგანიზაცია “ახალგაზრდული ცენტრის” წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას წინააღმდეგ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა „ნაციონალების“ ოფისთან რუსული ფული და სათამაშო იარაღი დაყარეს.
ორგანიზაციის წევრები საგამოძიებო ორგანოებს ალასანიას საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ექსპრეზიდენტის ბიძა დღესაც “კაგებეშნიკია” , რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და კარიერა რუსულ რუბლზე ააგო.
მათივე განცხადებით, საზოგადოებაში გონივრული ეჭვი არსებობს, რომ თემურ ალასანია შეინიშნებოდა არა მხოლოდ იარაღით ვაჭრობაში, არამედ ნარკოტიკებთან კავშირშიც. აქციის მონაწილეებმა “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართეს, რომ მათ არ მისცემენ საშუალებას თემურ ალასანია და სხვა ოდიოზური ფიგურები “გააპრავონ”.