ეკატერინე გრიგალავა სამუშაო ვიზიტით ფილიპინებში იმყოფებოდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა სამუშაო ვიზიტით ფილიპინებში იმყოფებოდა.
ეკატერინე გრიგალავამ ქალაქ მანილაში, საერთაშორისო კონფერენციაში: Think Sustainable, Act Responsible მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ გარემოსდაცვით სფეროში, კერძოდ – დაცული ტერიტორიების მართვაში მდგრადი მიდგომების გამოყენებაზე ისაუბრა.
კონფერენციაზე ყურადღება გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის გზებსა და ეკოლოგიური საფრთხეების საკითხებზეც გამახვილდა.