გია დვალი: საქართველოსთვის, როგორც საგანმანათლებლო, ისე ჰუმანური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მით უმეტეს საქართველოსთვის, როგორც საგანმანათლებლო, ისე ჰუმანური თვალსაზრისით, – ამის შესახებ მეცნიერმა გია დვალმა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
“დღეს პირველი, ძალიან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომლის განხორციელებისთვის აუცილებლად საერთაშორისო კოლეგების თანადგომა დაგვჭირდება“, – განაცხადა გია დვალმა.
მეცნიერის თქმით, პროექტის განხორციელებას ქვეყნის შიგნით დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
„იმედი მაქვს, რომ პროექტს წარმატებული გაგრძელება მოჰყვება“, – განაცხადა გია დვალმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ადრონული თერაპიის პრეოქტის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების საკითხზე იმსჯელეს.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ხოლო პროექტის თანაავტორები: თემურ ლომთაძე და გია დვალი არიან.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სხდომის დასაწყისში მადლობა გადაუხადა ფონდ “ქართუს” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ინიციატივით და დაფინანსებით ხორციელდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტი. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ 500 მილიონ ევროდ ღირებული პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები