უკრაინაში მობილიზაცია ცხადდება

 უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ტურჩინოვის განცხადებით, მობილიზაციის გამოცხადება ყირიმში შექმნილ მდგომარეობას და პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება. ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ტერიტორიაზე ყველა ოლქს შეეხო. მათ შორის მობილიზაცია გამოცხადდა დედაქალაქ კიევში, ავტონომიურ რესპუბლიკა ყირიმში. ქალაქ სევასტოპოლში კი მოქალაქეების ნაწილი სამხედრო კომისარიატებში მოხალისედ გამოცხადდა და საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო ოპერაციებში ჩართვა მოითხოვა. მობილიზაცია ძალაში 45 დღის გამნავლობაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები