ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას “ქართუ” დააფინანსებს

პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი “ქართუ”, – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიებიის განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის პროექტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
“დღეს არის ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის მორიგი სხდომა. პირველ რიგში, მინდა, გამოვყო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ საქმეში, როგორც ინიციატორის, ასევე, გია დვალის როლი არის მნიშვნელოვანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმის წამოწყება საქართველოში ბატონი ბიძინას ინიციატივა იყო. პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი “ქართუ”. ასე რომ, მადლიერებით მინდა აღვნიშნო მისი წვლილი. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს და მჯერა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება. სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები