დავით სერგეენკო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები რეცეპტების შემოღებას დადებითად აფასებენ

დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სააფთიაქო ნარკომანიის, მედიკამენტების ხარისხის, ელექტრონული რეცეპტებისა და ჯენერიკების საკითხები განიხილა. გარდა აღნიშნული საკითხებისა, შეაჯამეს რეცეპტული სისტემის გავლილი ერთი წლის შედეგები. სერგეენკომ აღნიშნა, რომ რეცეპტულმა სისტემამ სააფთიაქო ნარკომანია 95%-ით შეამცირა.
„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორი გია ჩიგოგიძე შეხვედრაზე განხილულ საკითხებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„მოსახლეობის შეგნება იმდენად მაღალია, რომ არ იყო რთული რეცეპტის სისტემის აღდგენა. ჩვენი კომპანია მკაცრად იცავს კანონს და ყველა ასეთ საკითხში სახელმწიფოს და სამინისტროს გვერდში უდგას. არის გარკვეული პრობლემები და ეს უფრო ეხებათ არაქსელურ აფთიაქებს, სადაც არის შემთხვევები, როდესაც ურეცეპტოდ ხდება მედიკამენტების გაცემა“, – განაცხადა გია ჩიგოგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები