კახა კალაძე: “გაზპრომი” უკვე არის საქართველოში, ჩვენ ბუნებრივ აირს რუსეთიდან წლებია ვიღებთ

“გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე -პრემიერი კახა კალაძე მორიგ განმარტებას აკეთებს.
“გაზპრომი” უკვე არის საქართველოში. ჩვენ ბუნებრივ აირს რუსეთიდან წლებია ვიღებთ, ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა. ვფიქრობ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ საკუთარი ბუნებრივი აირი არ გვაქვს. ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ დამატებითი მოცულობის შემოტანაზე რუსეთიდან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ირანთან მიმართებაში. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ჩვენ საკითხი დავსვით იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოცულობები, რომელიც დღეს ამ მილსადენში, სომხეთის მიმართულებით გადის, გაიზარდოს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს მილსადენი მაქსიმალურად დაიტვირთოს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები