ეკა ბესელია “გაზპრომის” წარმომადგენლისა და კახა კალაძის შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “გაზპრომის” წარმომადგენელსა და კახა კალაძეს შორის დაგეგმილ კიდევ ერთ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული შეხვედრა საქართველოს მოსახლეობის გაზით უზრუნველყოფისთვის საჭიროა.
“ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს, ეს გვჭირდება ჩვენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საუბარია სომხეთისთვის ტრანზიტის გაზრდაზე და ქართული კომერციული ორგანიზაციებისთვის რუსული გაზის შეძენის უფლებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები