ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ლიმაში იმართება.
ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პირველი შეხვედრა არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილესთან ჰეშამ ი. ალ-ვაქაიანთან (Hesham I. Al-Waqayan) გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მომავალ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის, საავტომობილო გზის ხულო-გოდერძი-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტსა და მასში ქუვეითის ფონდის შესაძლო მონაწილეობაზე, აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე.
დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები პროექტების განსახორციელებლად. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი პერუს რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ოთარ ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები