გიორგი მარგველაშვილს ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მადლობას უხდიან

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი, რიჩარდ ნ. ჰაასი და ვიცე-პრეზიდენტი, ნენსი დ. ბოდურთა მადლობის წერილს უგზავნიან.
როგორც “კვირას” პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რიჩარდ ჰაასი გიორგი მარგველაშვილს მადლობა უხდის იმ მოხსენებისთვის, რომლითაც პრეზიდენტი 29 სექტემბერს, ნიუ – იორკში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში წარდგა.
“მადლობას მოგახსენებთ სამშაბათს, 29 სექტემბერს, ნიუ- იორკში საგარეო ურთიერთობების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისთვის, ჩვენი წევრებისთვის დიდი პრივილეგია იყო თქვენი მოსმენა.
ამ დაკავებული კვირის განმავლობაში უღრმესი მადლობა დროის გამოყოფისთვის. სასიამოვნო იყო თქვენთან მანამდე შეხვედრა და, როგორც განვიხილეთ, მოუთმენლად ველოდები სტუმრობას თქვენს ქვეყანაში.
ასევე მოუთმენლად ველი მომავალშიც თქვენს მიღებას საბჭოში“, – აღნიშნულია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტის რიჩარდ ნ. ჰაასის წერილში.
საქართველოს პრეზიდენტს მადლობის წერილს უგზავნის, ასევე, საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ნენსი დ. ბოდურთა.
ვიცე-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს გამოცდილების გაზიარებისთვის უხდის მადლობას.
„მადლობას მოგახსენებთ სამშაბათს საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისთის. ჩვენი წევრები აფასებენ თქვენთან ერთად საქართველოში მიმდინარე მდგომარეობის შესახებ დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას. დიდ მადლობას გიხდით დროის გამოყოფისა და თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის“, – წერს საბჭოს ვიცე – პრეზიდენტი ნენსი დ. ბოდურთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით 29 სექტემბერს გამოვიდა.
madloba
madloba2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები