ეკა ბესელია: ხელისუფლების ამოცანა ჰააგის სასამართლოში ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების დაცვაა

ხელისუფლების ამოცანა ჰააგის სასამართლოში ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების დაცვაა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ბესელია აღნიშნავს, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესი ახალი არ არის, რადგან ის 2008 წლის შემდეგ დაიწყო.
„საქართველოს მხარეს ჰქონდა კომუნიკაცია. მთელი ეს პერიოდი რამდენჯერმე იყო შეხვედრა. ჰააგის სასამართლოდან ჩამოსული იყო პროკურორი. ეს წინა წლებშიც ხდებოდა და ხდება ახლაც. ჩვენი ინტერესია, დადგინდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. შეილახა ქვეყნის სუვერენული უფლება, მოქალაქეთა უფლებები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
ბუნებრივია, მეორე მხარესაც აქვს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ბესელიამ. შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი, შესაძლოა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები