სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული კშიშტოფ მატეუშ რ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები