მცხეთაში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
ქალაქ მცხეთაში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.
სამართალდამრღვევი მდინარე მტკვარზე თევზაობდა ორ გასაშლელ ანკესზე გამობმული სახლართი ბადით. მას მოპოვებული ჰყავდა ხუთი ცალი ხრამული სახეობის თევზი.